Wednesday, December 23, 2009

Georgia

1. პროექტის სახელი: ,,საქართველოს ქალაქები და მათი ღირსშესანიშნაობანი”
2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: პროექტის მიზანია ბავშვებმა თავიანთი ქალაქები და მათი ღირსშესანიშნაობანი უფრო კარგად გაიცნონ.
3. პროექტის სრული აღწერა: პროექტზე მუშაობს მთელი კლასი ( 20 მოსწავლე). მათ ინტერნეტის საშუალებით და სხვადასხვა ისტორიული წყაროების დახმარებით უნდა მოიძიონ ყველანაირი ინფორმაცია საქართველოს ქალაქებზე. მათი დაარსებისა და განვითარების ისტორიაზე, რომელი ქალაქი რა ღირსშესანიშნაობით არის ცნობილი. უნდა გაარვიონ მათი კულტურული განვითარების დონე გარკვეულ ისტორიულ პერიოდებში და ამჟამად. განვითარების რა დონეზე აქ თითოეული ქალაქი, რომელი ქალაქია განვითარებადი და რომელი ქალაქია უკვე განვითარებული და წარმატებული. ამ კვლევას თან უნდა ახლდეს ფოტო-მასალაც ( მოძიებული ან თავად მოსწავლეების მიერ გადაღებული), ქალაქის საუკეთესო ხედები, კულტურული ძეგლების სურათები და ა.შ.
4. მონაწილეთა ასაკი: მე-9 კლასი, 14-15 წელი.
5. ვადები /ხანგძლივობა: 3 კვირა
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კლასი იყოფა 4 ჯგუფად, თითოეულ ჯგუფში არის 5 მოსწავლე, ისინი თავიანთი სურვილის მიხედვით არიან დაკომპლექტებული, თითოეულ ჯგუფს ყავს თავისი ლიდერი. ჯგუფის ლიდერი თავად ანაწილებს თავის ჯგუფის წევრებისათვის დაკისრებულ მოველეობებს. პირველ რიგში ჯგუფები ირჩევენ ქალაქებს(თითო 2-3-ს) რომ მთლიანობაში სხვადასხვა ქალაქებზე იმუშაონ. ჯგუფები ერთმანეთს უცვლიან ინფორმაციას იმ ვებ-გვერდების შესახებ სადაც შესაძლებელია მათვის საჭირო ცნობების მოძიება.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები , რაც ძეიძლება შეიქმნას: პროექტის ბოლოს თოთოეული ჯგუფი წარმოადგენს თავიანთი კვლევის სრულ ვერსიას, რომელსაც თან ახლავას ფოტო-მასალაც და ეს ყველაფერი გადატალი იქნება დიდ სტენდზე. ნაწერი იქნება ინგლისურ ენაზე. სტენდის სათაურსაც ჯგუფი თვითონ მოიფიქრებს და სტენდს აფორმებენ თვიანთი ფანტაზიისა და შემოქმედებითი ნიჭის მიხედვით. სულ გვექნება 4 სტენდი და პროექტის ბოლო დღეს ოთხივე ჯგუფის ლიდერი თავიანთ პროდუქციას წარმოადგენს, გაუკეთებს პრეზენტაციას. მოხდება თითოეული ჯგუფის მუშაობის შეფასება. ოთხივე სტენდი ჩამოიკიდება საკლასო ოთახში.
8. სასარგებლო სხვებისათვის: მიუხედავად ნაცნობი ქალაქებისა და ღირშესანიშნაობებისა ბევრი მოსწავლისათვის იქნება ახალი და საინტერესო ფაქტები. ამ პროექტის ნახვის შესაძლებლობა ექნება მთელი სკოლის ბავშვებს და რაც მთავარია ისინი ინგლისურ ენაზეც წაიკითხავენ მშობლიური ქალაქების ისტორიას.
9. სამუშაო ენა: ქართული , ინგლისური.
10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან: არა
11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გემასთან კავშირი: პროექტს მჭიდრო კავშირი აქვს ისტორიასთან. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ამ ასაკობრივი ჯგუფისათვის ზუსტი ინსრუქციებია გაცემული, ანუ მოსწავლეს შეუძლია ინტერნეტში მოძიებული ინგლისურენოვანი ინფორმაცია რომელიც იქნება ისტორიული, კულტურული თუ შემეცნებითი ხასითის სრულყოფილად გაოგოს.
12 პროექტის ფასილიტატორი: მასწავლებელი თამუნა მიქაძე.
13. ფასილიტატორის ელ-ფოსტა: tamuna.miqadze@gmail.com
14.0
15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://tamunamiqadze-sandro12.blogspot.com